აგროკო

აწარმოეთ საკუთარი საკვები და დაზოგეთ ხარჯები

აგროკო — გთავაზობთ თანამედროვე დანადგარებს ნებისმიერი ტიპის მეურნეობისთვის. აქციეთ ნედლეული მაღალი ხარისხის საკვებად, შეამცირეთ ხარჯები და გაზარდეთ თქვენი მოგება.

პირდაპირ ქარხნიდან

პროდუქცია გამოიგზავნება ჩინეთის წამყვანი ქარხნებიდან. 40-55 დღიანი ლოდინი გვაძლევს საშუალებას, შემოგთავაზოთ საუკეთესო ფასი შუამავლების გარეშე. თქვენ იღებთ სრულიად ახალ ტექნიკას ყველაზე დაბალ ფასად.

მკაცრი კონტროლი

თითოეული დანადგარი საქართველოში გამომგზავრებამდე გადის დეტალურ ტექნიკურ შემოწმებას. ჩვენ სრულად ვაგებთ პასუხს ხარისხზე — თქვენ მიიღებთ გამართულ და მუშაობისთვის მზა ტექნიკას.

ეფექტური მეურნეობა

ჩვენი მიზანია, ქართულ სოფელში მძიმე ფიზიკური შრომა ტექნოლოგიამ შეცვალოს. ჩვენი დანადგარები თქვენს მეურნეობას უფრო პროდუქტიულს, ეკონომიურს და მომგებიანს გახდის.

ნუ იქნები დამოკიდებული ბაზრის ფასებზე

აწარმოე თავად

ჩვენი სურვილია, ქართველ ფერმერისთვის ხელმისაწვდომი გახდეს თანამედროვე ტექნოლოგიები.
ჩვენი დამქუცმაცებელი და გრანულატორი ამცირებს ხარჯებს, ზოგავს თქვენს დროს და დანაკარგი ნულამდე დაჰყავს.
ეს არის ინვესტიცია, რომელიც თავის ფასს პირველივე სეზონზე სრულად ამოიღებს.

0 +

გაყიდული საკვების გრანულატორი

0 +

გაყიდული საკვებდამქუცმაცებელი 3-1 ში

ჩვენს შესახებ

აგროკო — მეტი მოგება თქვენი მეურნეობიდან

ჩვენი გუნდი კარგად იცნობს ქართველი ფერმერის ყოველდღიურ გამოწვევებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ საქართველოში შემოგვეტანა ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც შრომას ამსუბუქებს და მეურნეობას რეალურად მომგებიანს ხდის.

ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ დანადგარებს — ჩვენ გთავაზობთ გამოსავალს:

  • დანაკარგების შემცირება: ჩვენი დამქუცმაცებლები დაგეხმარებათ, რომ ყოველი ღერო თივა საქმედ იქცეს.

  • დამოუკიდებლობა: გრანულატორებით თქვენ თავად ამზადებთ საუკეთესო საკვებს და აღარ ხართ დამოკიდებული ძვირიან ბაზარზე.

  • მუდმივი მხარდაჭერა: ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ინსტალაციის, მოვლისა და სწორი კვების ფორმულების შერჩევის პროცესშიც.

აგროკო — ჩვენთან ერთად თქვენი ფერმა უფრო მეტს აწარმოებს.

უყურეთ ვიდეოს 

დაზოგეთ დრო, ენერგია და ფინანსები

დაზოგეთ დრო, ენერგია და ფინანსები

ნუ გადაყრით რესურსებს ნაგავში. შექმენით თანამედროვე და ეფექტური ფერმა ჩვენთან ერთად.

საკვებდამქუცმაცებელი 3-1 ში

მრავალფუნქციური: ჭრა, დაქუცმაცება და დაფქვა. წარმადობა: 4 ტონა/სთ. სიმძლავრე: 5.5 კვტ. აღჭურვილია 6 მაღალი გამძლეობის ფოლადის დანით. იდეალურია თივის, ნამჯისა და სიმინდის ტაროს მოსამზადებლად.

საკვების გრანულატორი

ბრტყელმატრიციანი გრანულატორი. წარმადობა: 80–140 კგ/სთ. ძრავა: 4 კვტ. მატრიცის ზომა: 4 მმ (შესაძლებელია 2.5-დან 8 მმ-მდე). ამზადებს მაღალი ხარისხის გრანულას ფრინველის, ბოცვრისა და პირუტყვისთვის.

როგორ ვმუშაობთ?

3 ნაბიჯი ჩვენი ტექნიკის შესაძენად

მარტივი, სწრაფი და გამჭვირვალე — ასე ვმუშაობთ ჩვენ.
 

1

აირჩიეთ ტექნიკა

შეარჩიეთ თქვენი მეურნეობისთვის საჭირო დანადგარი ჩვენს საიტზე ან დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის.

2

შეკვეთა და დეტალები

ვაფორმებთ ხელშეკრულებას, სადაც დეტალურად გაიწერება ვადები, ფასი და ტექნიკური მახასიათებლები.

3

მიღება და სწავლება

ტექნიკა მოგეწოდებათ მისამართზე და შეგასწავლით სწორ წარმოების პროცესს.