ხშირად დასმული კითხვები
მთავარი/
ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
პასუხები თქვენს კითხვებზე: დაზოგილი დრო, ნაკლები ხარჯი და მეტი მოგება
იმიტომ, რომ დაუჭრელი თივის ნახევარს საქონელი ფეხქვეშ თელავს და ნაგავში ყრის. ჩვენი აპარატი ნებისმიერ უხეშ ღეროს (ნამჯას, სიმინდის ჩალას, თივას) აქცევს რბილ, წვრილ საკვებად. საქონელი მას ბოლო ნამცეცამდე ჭამს. ეს ნიშნავს, რომ 3 ტონა თივა გეყოფათ იქ, სადაც ადრე 5 ტონა გჭირდებოდათ.
იმიტომ, რომ ფხვიერი საკვებიდან ცხოველი მხოლოდ სიმინდს ამოკრებს, საჭირო ვიტამინებს კი ტოვებს. გრანულატორი ყველაფერს ერთ "აბად" კრავს – ცხოველი ვეღარ არჩევს და იღებს სრულფასოვან კვებას. შედეგად, ქათამი უკეთ დებს კვერცხს, ბოცვერი და ღორი კი 50%-ით უფრო სწრაფად იმატებენ წონაში. თანაც, გრანულა არ ფუჭდება და შენახვისას არ იფანტება.
დათვალეთ თქვენი დანაკარგი: ფეხქვეშ გათელილი თივა, ნაყიდი ძვირიანი კომბიკორმი და საქონლის ნელი ზრდა. ამ დანადგარებით თქვენივე ეზოს ნედლეულით (სიმინდი, ბალახი, ნამჯა) ამზადებთ საუკეთესო საკვებს. ის ფული, რასაც თივის დაზოგვითა და იაფი კვებით შეინახავთ, სულ რამდენიმე თვეში სრულად დაფარავს აპარატის ღირებულებას. ამის შემდეგ ტექნიკა მხოლოდ სუფთა მოგებაზე მუშაობს.
ეს არის "მუშა" ტექნიკა, შექმნილია სოფლის პირობებისთვის და მუშაობს ჩვეულებრივ 220-ვოლტიან დენზე. არ სჭირდება სპეციალური ცოდნა – ჩართავთ და პირდაპირ მუშაობთ. დამქუცმაცებელს აქვს ფოლადის მძლავრი დანები, გრანულატორს კი – გამომწვარი რკინის მატრიცა. თუ ზეთს დროულად დაამატებთ და გაწმენდთ, ეს აპარატები თქვენს ეზოში წლობით იტრიალებს.
დიახ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დაგეხმაროთ. გვაქვს "კრედო ბანკის" სპეციალური შეთავაზება: შეგიძლიათ ისარგებლოთ 4-თვიანი უპროცენტო განვადებით. ეს ნიშნავს, რომ ნივთის საფასურს ყოფთ 4 ნაწილად და არცერთ თეთრს ზედმეტს არ იხდით. ასევე, შეგიძლიათ გადაიხადოთ ნაღდი ანგარიშსწორებით ან გადმორიცხვით.
ჩვენ არ გთავაზობთ საწყობში ნადებ, ძველ მოდელებს. ყოველი შეკვეთის შემდეგ, დანადგარი სპეციალურად თქვენთვის იწყობა ჩინეთის წამყვან ქარხანაში, გადის ტექნიკურ შემოწმებას და მხოლოდ ამის შემდეგ იგზავნება საქართველოში. ეს დრო გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ უახლესი პარტია და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე. ეს არის ლოდინი, რომელიც ხარისხითა და დაზოგილი ფულით ნამდვილად ანაზღაურდება.
რა თქმა უნდა! ჩვენს პროდუქციაზე ვრცელდება ოფიციალური ქარხნული გარანტია ძირითად მექანიკურ ნაწილებზე: ძრავაზე, მატრიცასა და ლილვაკებზე. თუ ტექნიკას ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, ჩვენ უზრუნველყოფთ მის მოგვარებას. მთავარია, დაიცვათ ექსპლუატაციის მარტივი წესები, რომლებსაც დეტალურად აგიხსნით შეძენისას, რათა ტექნიკამ წლობით გამართულად იმუშავოს.
მას შემდეგ, რაც ტვირთი საქართველოში ჩამოვა და საბაჟო პროცედურებს გაივლის, ჩვენი გუნდი მაქსიმუმ 5 დღეში მოგაწვდით ნივთს. გაითვალისწინეთ, რომ რადგან დანადგარი ინდივიდუალურად თქვენთვის მზადდება და იგზავნება, ტრანსპორტირების პროცესში შეკვეთის გაუქმება აღარ ხდება. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩაგაბაროთ ზუსტად ისეთი გამართული და მძლავრი აპარატი, როგორიც შეუკვეთეთ.
The Farm
Pay more for a healthier future
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
Our News
Latest Article
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.